სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდის სახელმწიფო გრანტების კონკურსში ფონდის ექსპერტთა და საკონკურსო კომისიის შეფასებების საფუძველზე საგრანტო დაფინანსება მიიღო გ. ახვლედიანის საზოგადოების წევთა მიერ წარდგენილმა პროექტმა:
"საბჭოთა უტოპიური ენობრივი თეორიები და ზოგადი ენათმეცნიერების პირველი ქართული სახელმძღვანელოები: 1918-1950 წლები" (პროექტის ხელმძღვანელი: პროფ. თინათინ ბოლქვაძე, მონაწილეები: მაკა თეთრაძე, ნინო აბესაძე, ნათია ფუტკარაძე, სვეტლანა ოდიშარია).