გიორგი ახვლედიანის სახელობის ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოება

პ. სავიცკი: სტეპი და მკვიდრობა

    (თარგმნა გია ჯოხაძემ)

    რუსეთის მდებარეობა მის გარემომცველ სამყაროში სხვადასხვა თვალსაზრისით შეგვიძლია განვიხილოთ. შესაძლოა, მისი ადგილი ძველი სამყაროს დასავლეთი ნაწილის ,,ცალკეულ ისტორიათა"€œ რიგში განისაზღვროს, სადაც მისი კულტურის ისტორიული კერებია განთავსებული. შესაძლოა, ძველი სამყარო ერთგვარ ერთიანობადაც აღვიქვათ.

    ამ სტატიაში გვსურს რამდენიმე - ისტორიული და სამეურნეო-გეოგრაფიული - შენიშვნა გამოვთქვათ, რომლებიც ძველი სამყაროს, სწორედ როგორც ერთიანობის, ისტორიული ბედისა და გეოგრაფიული ბუნების განხილვას გულისხმობს. ამგვარი აღქმისას ყალიბდება ურთიერთდაპირისპირებულობა - ერთი მხრივ, ძველი სამყაროს ,,განაპირა-ზღვისპირა"€œ ოლქები - აღმოსავლეთით (ჩინეთი!), სამხრეთით (ინდოეთი და ირანი!) და დასავლეთით (,,შუახმელეთი"€œ და დასავლეთ ევროპა!) - და მეორე მხრივ,  ტრამალებში მოხეტიალე მომთაბარეთა, ,,თურქთა"€œ თუ ,,მონღოლთა"€œ სამყარო.


    იხ.: სრულად