ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიული ცენტრი გიწვევთ ინგლისურ-ქართული ტექნიკური ტერმინოლოგიის ლექსიკონის პროექტის წარდგენაზე, რომელიც გაიმართება ა/წ 6 დეკემბერს, 17 საათზე, თსუ პირველი კორპუსის 115-ე აუდიტორიაში (ი. ჭავჭავაძის გამზ. 1).ÃÃÃÃÂ
შეხვედრაზე ლექსიკონის ავტორები ისაუბრებენ ტექნიკური დარგების ტერმინოლოგიასთან დაკავშირებულ პრობლემებზე; საზოგადოებას გააცნობენ პროექტის ფარგლებში შექმნილ ორ პროგრამულ პროდუქტს: მრავალენოვანი ლექსიკონის მართვის სისტემასა და მრავალენოვანი ონლაინ-ლექსიკონის ახალ პლატფორმას. ასევე წარმოადგენენ ტექნიკურ დარგებში დამკვიდრებული ბარბარიზმების წინააღმდეგ ბრძოლის საინტერესო პროგრამულ გადაწყვეტას. ტექნიკური ტერმინოლოგიის ლექსიკონი¢ და პროგრამული პროდუქტები შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.