გიორგი ახვლედიანის სახელობის ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოება

საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარის არჩევნები

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი გიორგი ახვლედიანის სახელობის ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოება აცხადებს კონკურსს საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარის პოსტის  დასაკავებლად.

 

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, საზოგადოების ელმისამართზე gashol.ge@gmail.com ელექტრონულად გამოგზავნონ: 


1. განაცხადება საზოგადოების გამგეობის სახელზე არჩევნებში მონაწილეობის მიღების თაობაზე;

2. ბიოგრაფია (CV);

3.საზოგადოების მომავალი საქმიანობის განმსაზღვრელი კონცეფცია. 

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 20 ივლისი.

 

პატივისცემით, 

გიორგი ახვლედიანის სახელობის ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოების გამგეობა