სამეტყველო ენაზე დაკვირვება და სამეცნიერო სტატიების სახით წარმოდგენა თავისთავად ქმნის ენათმეცნიერების ისტორიას. ენის შემსწავლელ მეცნიერებათა ისტორიის მე-13 საერთაშორისო კონფერენციის(ICHOLS XIII) მიზანია ენათმეცნიერების ისტორიის მკვლევართა მოწვევა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება. კონფერენციის ორგანიზატორია ტრაზ-უჟ-მონტიშისა და ალტუ-დორუს უნივერსიტეტის ლიტერატურათმცოდნეობის ცენტრი (ჩრდილოეთ პორტუგალიის პროვინციის დედაქალაქ ვილა-რეალში).
სრული სახელწოდება: ენის შემსწავლელ მეცნიერებათა ისტორიის მე-13 საერთაშორისო კონფერენცია
აბრევიატურა: ICHOLS XIII
კონფერენციის ჩატარების თარიღი: 25-08-2014 - 29-08-2014
ადგილმდებარეობა: ვილა რეალი, პორტუგალია
საკონტაქტო პირი: კარლოს ასუნსიონი
კონფერენციის ფოსტა: ichols-xiii@utad.pt
კონფერენციის ვებგვერდი: http://ichols-xiii.realvitur.pt
სამეცნიერო მიმართულება: ენათმეცნიერების ისტორია
მოხსენებათა წარდგენის ბოლო ვადა: 2013 წლის 10 აგვისტო
კონფერენციის მიზანი:
ადამიანის სამეტყველო ენაზე დაკვირვება და სამეცნიერო სტატიების სახით წარმოდგენა თავისთავად ქმნის ენათმეცნიერების ისტორიას. კონფერენციის მიზანია ენათმეცნიერების ისტორიის მკვლევართა მოწვევა ენის შემსწავლელ მეცნიერებათა ისტორიის მე-13 საერთაშორისო კონფერენციაზე (ICHoLS XIII). კონფერენციის ორგანიზატორია ტრაზ-უჟ-მონტიშისა და ალტუ-დორუს უნივერსიტეტის ლიტერატურათმცოდნეობის ცენტრი (ჩრდილოეთ პორტუგალიის პროვინციის დედაქალაქ ვილა-რეალში).
1978 წლიდან მოყოლებული ენის შემსწავლელ მეცნიერებათა ისტორიის კონფერენციას რეგულარულად მასპინძლობენი წამყვანი უნივერსიტეტები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის: ოტავაში (1978), ლილეში(1982), პრინსტონში (1984), ტრიერში (1987), გოლუეიში (1990), ვაშინგნტონში (1993), ოქსფორდში (1996), სან პაულუს შტატ კემპინასიში (2002), ურბანა-შამპეინში (2005), პოტსდამსა (2008), და სანკტ-პერერბურგში (2011).
მოხსენებათა თემატიკა უნდა ეხებოდეს ენის შემსწავლელ მეცნიერებათა რომელიმე ასპექტს, ანტიკური სამყაროდან მოყოლებული თანამედროვე ენათმეცნიერების ისტორიამდე.
თეზისების მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 400 სიტყვას (სათანადო ლიტერატურის მოკლე სიის ჩათვლით).
კონფერენციის სამუშაო ენებია ინგლისური, ფრანგული, გერმანული, პორტუგალიური და ესპანური.
გთხოვთ, გამოგზავნოთ თეზისები MS ვორდის .doc .ან rtf ფორმატით მისამართზე: ichols-xiii@utad.pt
საკონფერენციო მოხსენებები შეირჩევა საერთაშორისო რეცენზირების წესით.
საბოლოო შერჩევის თარიღი - 2013 წლის 30 სექტემბერი.
შეტყობინება კონფერენციაში მონაწილეობის თაობაზე: 2013 წლის პირველ დეკემბრამდე.
დამატებითი ინფომაციისთვის, გთხოვთ, მისწეროთ საოგრანიზაციო კომიტეტის წევრებს:
საპატიო პრეზიდენტი: ე. კორნერი
პრეზიდენტი: კარლოს ასუნსიონი
ვიცე-პრეზიდენტი: გონსალო ფერნანდესი
მდივანი: რალფ კემლერი
აღმასრულებელი მდივანი: მარლენ ლოურეირო
კომიტეტის წევრები:
მარია ელება სანტოსი
რებეკა ფერნანდეს როდრიგესი
სონია კოოელიო
სუსანა ფონტესი
ტერეზა მაურა