გიორგი ახვლედიანის სახელობის ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოება

ევროპის ლექსიკოგრაფიული ასოციაციის მე-17 საერთაშორისო კონგრესზე წარსადგენად

ცხადდება მოხსენებების მიღება ევროპის ლექსიკოგრაფიული ასოციაციის (EURALEX) მე-17 საერთაშორისო კონგრესზე წარსადგენად.
კონგრესი თბილისში,  2016  წლის 6 - 10 სექტემბერს იმართება. კონგრესის ორგანიზატორია  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიული ცენტრი. 


ევროპის ლექსიკოგრაფიული ასოციაციის  კონგრესებზე იკრიბებიან პროფესიონალი ლექსიკოგრაფები, გამომცემლები, მკვლევრები, პროგრამისტები და ზოგადად, ლექსიკოგრაფიით დაინტერესებული პირები.

პროგრამა მოიცავს საჯარო ლექციებსა და სექციურ სხდომებს სხვადასხვა თემებზე, კომპიუტერული პროგრამების პრეზენტაციას, დისკუსიას მრგვალ მაგიდასთან,  სპეციალიზებულ სემინარებს კონგრესის წინა  პერიოდში,  წიგნებისა და კომპიუტერული პროგრამების გამოფენას და აგრეთვე კულტურულ პროგრამას მონაწილეთათვის და მათი სტუმრებისათვის.

კონგრესის დევიზია: ლექსიკოგრაფია და ლინგვისტური მრავალფეროვნება.

დეტალური ინფორმაცია კონგრესის შესახებ ქართულ და ინგლისურ ენებზე იხილეთ შემდეგ ვებგვერდზე: euralex2016.tsu.ge