გიორგი ახვლედიანის სახელობის ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოება და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მართავს გიორგი ახვლედიანის დაბადებიდან 129-ე წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციას, რომელიც გაიმართება 15 ივნისს 15.00 სთ-ზე თსუ-ის მერვე კორპუსის 220-ე აუდიტორიაში.
შესავალი სიტყვა - თამაზ გამყრელიძე
რუსუდან ასათიანი - აქტივ-პასივის კონტინუუმის ენობრივი სტრუქტურირების ალგორითმი ქართულში
ციური ახვლედიანი - არასტაბილური E [ǝ] -ს ფონეტიკური და ფონოლოგიური სტატუსი თანამედროვე ფრანგულში
თინათინ ბოლქვაძე - არნოლდ ჩიქობავას 1946 წელს გამოცემული ზოგადი ენათმეცნიერება
ივანე ლეჟავა - ბგერათკომპლექსების (ყრუ სიბილანტი სპირანტი+ ყრუ მსკდომი) კვანტიტატიური მონაცემები
ქეთევან მირზიკაშვილი - აღქმის ფსიქოლინგვისტური ასპექტები
მანანა ქარქაშაძე - ქართულ მედიოაქტიურ ზმნათა სტრუქტურულ-სემანტიკური მახასიათებლების ტიპოლოგია