2014 წლის 29 აპრილს (15 სთ.) ივანე ჯავახიშვილის სახელობის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის თეორიული და გამოყენებითი ენათმეცნიერების სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი და გიორგი ახვლედიანის სახელობის ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოება მართავს აკადემიკოს გიორგი ახვლედიანის დაბადებიდან 127-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ერთობლივ საჯარო სხდომას.
დღის წესრიგი:
შესავალი სიტყვა - თამაზ გამყრელიძე
თინათინ ბოლქვაძე - ფონოლოგიურ ოპოზიციათა კორელაციური კონები
მარინე ივანიშვილი,ივანე ლეჟავა - მეგრული ჸ ფონემის აკუსტიკური ანალიზი
მერი ნიკოლაიშვილი - ცვლადი და არაცვლადი ზმნური კონსტრუქციები ქართულში
ეთერ სოსელია - ერთი არაკანონიკური ზმნური კონსტრუქცია ქართულში