გიორგი ახვლედიანის სახელობის ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოება

გამოფენა „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამფუძნებლები უკრაინის უნივერსიტეტებში“

   23 დეკემბერს, 16:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნება გამოფენა €žთბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამფუძნებლები უკრაინის უნივერსიტეტებში. ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, სტუდენტები, პროფესორები, მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.    

    ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ხარკოვისა და ოდესის უნივერსიტეტებში, არქივებსა და ბიბლიოთეკებში მოძიებული ფოტო და დოკუმენტური მასალა უნივერსიტეტის დამფუძნებლების - პეტრე მელიქიშვილის,


ÂÂგიორგი ახვლედიანისა და დიმიტრი უზნაძის მოღვაწეობაზე. აგრეთვე, გამოიფინება ფოტოები და დოკუმენტები ცნობილი ქართველი ქიმიკოსის, ოდესის უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის ვასილ პეტრიაშვილის პირადი ფონდიდან.
გამოფენილ მასალას უდიდესი მნიშვნელობა აქვს უნივერსიტეტის დამფუძნებლების ბიოგრაფიის მკვლევართათვის, ზოგადად უნივერსიტეტის ისტორიისთვის.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, მესამე სართული, მუზეუმის საგამოფენო დარბაზი.