გიორგი ახვლედიანის სახელობის ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოება

გიორგი ახვლედიანი - 127

    2014 წლის 29 აპრილს გაიმართა თსუ-ის თეორიული და გამოყენებითი ენათმეცნიერების სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტისა და გიორგი ახვლედიანის სახელობის ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოების ერთობლივი კონფერენცია, რომელიც გიორგი ახვლედიანის 127-ე წლისთავს მიეძღვნა. მეცნიერის ღვაწლზე ისაუბრა აკად. თამაზ გამყრელიძემ; გიორგი ახვლედიანის დამსახურება ოსოლოგიაში შეაფასა ნაირა ბეპიევამ. მოხსენებებით წარსდგნენ: თინათინ ბოლქვაძე, მარინა ივანიშვილი, ჯუკა ლეჟავა, მერი ნიკოლაიშვილი, ეთერ სოსელია.


    აკად. გიორგი ახვლედიანზე მოგონებებით გამოვიდნენ მაია სახოკია და რუსუდაან ჯანაშია.

    იხ. ფოტო-ქრონიკა