"გიორგი ახვლედიანის სახელობის ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოება" არის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის, კანონმდებლობისა და საზოგადოების წესდების შესაბამისად. საზოგადოების მიმდინარე საქმეების ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობას ახორციელებს საზოგადოების თავმჯდომარე (იგივე - საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე): პროფ. თინათინ ბოლქვაძე.
საზოგადოების წევრი შეიძლება გახდეს საქართველოს ნებისმიერ მოქალაქე, რომელიც აღიარებს საზოგადოების წესდებას, იზიარებს საზოგადოების დეკლარირებულ მიზნებს, მონაწილეობას იღებს საზოგადოების საქმიანობაში და იხდის საწევრო გადასახადს. თითოეული წევრი საზოგადოების წარმოდგენილია ერთი წარმომადგენელის სახით.
საზოგადოების წევრად მიღება ხდება მსურველის წერილობითი განცხადების ან ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმის შევსების საფუძველზე საზოგადოების გამგეობის მიერ. წევრად მიღების საკითხს განიხილავს საზოგადოების გამგეობა და გადაწყვეტილებას იღებს განცხადების მიღებიდან 1 თვის ვადაში.
|
||
|