რა იგულისხმება იმაში, რომ ერთს ჯერ შფოთვაც არ დაუწყია, მეორეს კი უკვე დახშულ კარამდე მისვლა მიუსწრია და მას შუბლით
მძლავრადაც შეხლია? თავის დროზე ყველას იგივე ელოდება, თუÂ ხალხთან თვინიერი ურთიერთობის გადამრჩენელ გზას არ დაადგნენ.
დოსტოევსკი (სიტყვა პუშკინზე)
ახლა ხდება მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენა, რომლის ჭეშმარიტ არსსა და შედეგებს ყველაზე შორსმჭვრეტელნიც კი ვერ ამოიცნობენ. ეს რუსეთის რევოლუციაა, ოღონდ არა მისი სოციალურ-პოლიტიკური მნიშვნელობით, არამედ - ეროვნულ-მეტაფიზიკური თვალსაზრისით. როგორც სოციალურ-პოლიტიკური ხასიათის მოვლენა, ის, როგორც ჩანს, რევოლუციურ კანონზომიერებას ემორჩილება. მთელი იდუმალება მის ნაციონალურ-მსოფლიო შედეგშია.
დასავლეთი მხოლოდ გადამდებ კომუნისტურ სენს როდი უფრთხის, როცა რუსეთისთვის ზღუდის შემოვლებას ცდილობს. ევროპამ, მართალია, ბუნდოვნად და ყოყმანით, შეიძლება ითქვას, Â შეიგრძნო რუსული რევოლუციის სამომავლო შედეგი, და ჟრჟოლამოგვრილმა თავდაცვის ზომებს მიმართა.