âრუსეთის აღდგენაâ იმ სახით, როგორც რუსი პოლიტიკური ემიგრანტები ხატავენ, სხვა არაფერია, თუ არა სასწაული. ერთ მშვენიერ დღესაც გავიღვიძებთ და გავიგებთ, რომ ყველაფერი, რაც, ჩვენი წარმოდგენით, àრუსეთში ხდება, მხოლოდ ცუდი სიზმარი იყო და ყველაფერი, უცბად, ჯადოსნური ჯოხის მოქნევისთანავე გაქრა. რუსეთი კვლავ იქნება დიდებული ხელისუფალი, რომლისაც ყველას ეშინია და ყველა უფრთხილდება, რომელსაც, შესვენებისას, à ყველაზე მიმზიდველ პოლიტიკურ და ეკონომიკურ კომბინაციებს სთავაზობენ, რომელსაც მხოლოდ ისღა დარჩენია, რომ დიდებით, არხეინად იცხოვროს თავისთვის და, თან, შიშის ზარს სცემდეს მტრებს. განა ეს სასწაული არაა?!
ვერ უარვყოფთ, რომ სასწაულები ხდებოდა, ხდება და მოხდება. მაგრამ განა შეიძლება პოლიტიკური გათვლებისას სასწაულს დაეყრდნო? რეალურ-პოლიტიკურ წყობაში განა შესაძლებელია სასწაულის, როგორც აუცილებელი ელემენტის მოხმობა? სასწაული ხომ, თავისი არსით, მოულოდნელია და არ ექვემდებარება წინასწარხედვას, წინასწარ გათვლებს. როდესაც ნამდვილი, რეალური პოლიტიკოსი სამომავლოÃÂ გეგმებს აწყობს, მას მხოლოდ რეალური შესაძლებლობები უნდა ჰქონდეს მხედველობაში.ÃÂ
იხ.: სრულად