გიორგი ახვლედიანის სახელობის ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოება

ნ. ტრუბეცკოი: ერთიანობის საცდურნი (კრებულში:რუსეთი და ლათინური სამყარო Берлин. 1923)

altმსოფლიოში რამდენიმე ქრისტიანული ეკლესიის არსებობა, რომელთაგანც თითოეული  თავს უწოდებს ერთადერთ ქრისტიანულ ეკლესიას და არ აღიარებს დანარჩენი ეკლესიების უფლებებს ამ სახელწოდებაზე, ყოველი მორწმუნე ქრისტიანისათვის უდიდეს მწვალებლობად ითვლება. მწვალებლობა კიდევ უფრო იზრდება იმის გამო, რომ ამ სამყაროს ბატონი, ქრისტიანობისადმი მტრულად განწყობილი სოციალიზმი თავისი მისწრაფებით - შექმნას უღმერთო სახელმწიფო და ხალხი მოსწყვიტოს რელიგიას, ცდილობს თავისი ინტერესებისათვის  გამოიყენოს ეკლესიების განყოფა. ყველგან, სადაც კი შესაძლებელია, ანტიქრისტიანული, სოციალისტური ან ნახევრად სოციალისტური მმართველობები მოცემულ სახელმწიფოში არსებულ ეკლესიასთან გაჩაღებულ ბრძოლაში ცდილობენ  ოპერირება გააკეთონ სხვა ქრისტიანულ ეკლესიებზე, აქეზებენ რა ერთ ეკლესიას მეორეზე პრინციპით: „გათიშე და იბატონე“. ამიტომ ბუნებრივია, რომ ბევრი მორწმუნე ქრისტიანი თანაუგრძნობს ეკლესიების გაერთიანების იდეას. 

 


იხ.: სრულად