ევრაზიელებმა სისტემურად გადმოსცესÂ თავიანთი იდეოლოგია და პროგრამა და გამოაქვეყნეს. ამჟამად მიზნად არ დამისახავს ევრაზიელთა პოლიტიკური პროგრამის განხილვა, ეს არ შეესაბამება ჟურნალ Путь-ის ამოცანებს. მაგრამ ევრაზიულ კატეხიზმოში არის იდეოლოგიური, რელიგიურ-ფილოსოფიური და რელიგიურ- საზოგადოებრვი მხარე, რომელიც შეუძლებელია, არ გვაინტერესებდეს. ევრაზიული იდეოლოგიის სისტემური გადმოცემა, რომელსაც ბევრი ფორმალური ღირსება აქვს, ხელმოუწერელია და მასზე, როგორც ჩანს, მთელი მიმართულება აგებს პასუხს.Â