ევრაზიული სწავლების ცოცხალი და ღრმად ცხოვრებისეული ხასიათი, უწინარესად, თვითგამორკვევის იმ თანმიმდევრული პროცესით ვლინდება, რომელიც სტიქიურად გვიზიდავს ჩვენი საკუთარი არსის, როგორც ერთგვარი განსაკუთრებული იდეოლოგიური ჯგუფის, შეცნობისაკენ. ამ პროცესის საწყის სტადიებზე ისმებოდა პრობლემათა რიგი, მაგრამ ჯერ კიდევ არ არსებობდა მათი სისტემა. მომდევნო სტადიებზე პრობლემები ერთგვარი სისტემური თანმიმდევრობით წარმოჩნდება. ამჟამად ჩვენ მიერÃÂ ÃÂ ასე სტიქიურად და, ამავე დროს, სისტემურად მუშავდებაÃÂ პოლიტიკური და სოციალ-ეკონომიკური პრობლემები. შეიძლება ითქვას, რომ ამ დარგში ბევრი რამ დადგენილია, მაგრამ არც თუ - ყველაფერი. ბოლომდე გაურკვეველ საკითხთაგან, უწინარესად, უნდა დავასახელოთ ჩვენივე არსის, როგორც ორგანიზებული ჯგუფის, პრობლემა და განვსაზღვროთ სახელმწიფოში ჩვენი ადგილი. ამ საკითხზე უკვე გამოთქმულია ზოგადი მოსაზრებანი, თუმცა, მათ ჯერ კიდევ არ გააჩნიათ საბოლოო, დადგენილი ფორმულის ხასიათი.ÃÃÃÂ