ბოლო დროს ემიგრანტული პრესის ცნობილ გამოცემებში გამალებით ვრცელდება ყოველგვარი ცილისწამება ევრაზიულობის მისამართით. ერთ-ერთ ასეთ მეტნაკლებად მოარულ ცილისმწამებლურ მტკიცებადის ითვლება, თითქოს ევრაზიულობა უარყოფითად ეკიდებოდეს, ან უფრო მეტიც - უარყოფდეს და აძაგებდეს კიდეც თეთრების მოძრაობას. ამ მტკიცებაზე უნდა შევჩერდეთ, ვინაიდან იგი ევრაზიულობის მტრების ფსიქოლოგიისა და პოლემიკური ხერხებისათვის უაღრესად ნიშანდობლივია.