გიორგი ახვლედიანის სახელობის ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოება

გ. ვ. ფლოროვსკი: განხეთქილება და კავშირი


რატომ? ამბობს ცაბაოთ უფალი. იმიტომ, რომ მიგდებულია ჩემი სახლი, თქვენ კი ყველანი თქვენს სახლებზე ზრუნავთ. 1

ანგია წინასწარმეტყველი, 1, 10

ახლა მიუტევე მათ ეს ცოდვა, თუ არა და, ამომშალე შენი დაწერილი წიგნიდან

გამოსვლა, 32, 32

,,რევოლუციის"€œ გრძელი ხანა რუსეთის იდეალი იყო. საზოგადოებრივი შეგნება ,,რევოლუციონერის"€œ სახეს პატრიოტის იმ უმაღლეს ტიპად მიიჩნევდა, რომელშიც ერთმანეთს შერწყმოდა სწრაფვათა ამაღლებულობა, ხალხის, უსახლკაროთა და დამაშვრალთა სიყვარული, საყოველთაო ბედნიერების საკურთხეველზე მსხვერპლად შეწირვა. განსხვავებულ ადამიანებს ამ ცნებაში რა ურთიერთსაპირისპირო - მონარქიულიდან ანარქიულამდე - შინაარსიც უნდა ეგულისხმათ, ერთი რამ აერთიანებდათ - იმის რწმენა, რომ ორგანიზებული საზოგადოებრიობა, ხალხის ჯანსაღი აზრი თუ ,,სიყვარულის დიდი საქმისათვის დახოცილთა€უსაზღვრო თავდადება ნებისყოფას დაძაბავს და რუსეთის კისერზე მოხვეული სოციალური და პოლიტიკური ბოროტების ყულფის გაწყვეტას შეძლებს, კულტურულ-საზოგადოებრივი ყოფის სრულყოფილ ფორმას დაამკვიდრებს.


იხ.: სრულად