მარქსისტულ ლიტერატურაში იმპერიალიზმი მიჩნეულია პოლიტიკურ პროდუქტად მომწიფებული კაპიტალიზმისა, რომელშიც ევროპამ, დაახლოებით, წინა ასწლეულის 80-იან წლებში შეაბიჯა. ეკონომიკური მოტივები (ბრძოლა ბაზრისა და ნედლეულისათვის, კაპიტალის დაბანდებისათვის) მართლაც აღნიშნავს ევროპულ იმპერიათა უახლეს კოლონიურ პოლიტიკას. მაგრამ ეკონომიკა მხოლოდ ერთია პოლიტიკური ექსპანსიისÃÃÂ მრავალ მხარეთაგან, რომელიც სამყაროსავით ძველია.