მამებისა და შვილების ქვეყანა
ნ.ნ. ს-სადმი
ÃÃÃÃÂ ÃÃÃÃÂ ÃÃÃÃÂ ÃÃÃÃÂ Der Pfozess der Geschichte istein Verbrennen
Novalis
უძველესი დროიდან იღებს სათავეს იდეა კულტურულ-ისტორიული უთანაბრობისა და, როგორც ჩანს, ხალხთა არათანასწორუფლებიანობის იდეა ჯერ კიდევ იმ ხანიდან ფუძნდება, რაც ,,უფლის რჩეული ხალხი" - ისრაელი საკუთარ თავს ,,ენათა" ჭრელი მასიდან გამოარჩევდა, ,,თავისუფალი" ელინები უპირისპირდებოდნენ მონებს - ,,ბარბაროსებს". ჩვენს ახლობელ თაობათა ცნობიერებაში ამ აზრმა ანტითეზის ფორმა მიიღო: არსებობდნენ ,,ისტორიული და ,,არაისტორიული", ძველი ხალხები, რომელთაც ისტორიულ გარდასახვათა გრძელი რიგი განვლეს, და კულტურულად ქალწულებრივი ახალი ხალხები, რომლებიც ჯერ კიდევ მუნჯივით დუმან, ,,უმემკვიდრონი" და უწინაპრონი. ნაციონალობის პრობლემა აქ გარდატყდებოდა ცხოვრების გეგმის მსოფლიო-ისტორიულ პრიზმაში და გადაიჭრებოდა ისტორიული პროცესის ერთადერთობისა და მისი გზის წრფიობის თვალსაზრისით. კაცობრიობის, როგორც ერთი მთლიანობის, ბედი არა სხივების კონის ან პარალელთა კრებულის სახით მიემართება ერთიანი, საყოველთაო ამოცანის აღსასრულებლად, არამედ სწორედ ეულ წრფესავით. ნელი, მაგრამ უწყვეტი ნაბიჯებით უახლოვდება იგი თავის სანუკვარ მიზანს. თუმცა, მთელი კაცობრიობა ერთდროულად როდი გამოდის მსოფლიო არენაზე: ხალხს ხალხი ცვლის და სულ უფრო ახალი და მაღალი ფიქლები ეფინება ერთიმეორეს.