საერთაშორისო ტერმინოლოგიის თარგმანისა და სტანდარტიზაციის პრობლემებით დაინტერესებული პირებსა და ორგანიზაციებს ვიწვევთ საერთაშორისო კონფერენციაზეÂ საერთაშორისო ტერმინოლოგია: თარგმნა და სტანდარტიზაცია.
კონფერენციის მიზანია შეკრიბოს წამყვანი აკადემიური, სამეცნიერო და კვლევითი ინსტიტუტები, პრაქტიკოსი მთარგმნელები,სამაუწყებლო კომპანიები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები საერთაშორისო ტერმინოლოგიის თარგმნისა და სტანდარტიზაციის დარგში დაგროვილი გამოცდილების გასაზიარებლად, აგრეთვე იმ პრობლემების გამოსაკვეთად, რომლებიც ახასიათებს საერთაშორისო ტერმინოლოგიის თარგმნასა და სტანდარტიზაციას იურისპუდენციის, მედიცინის, ადამიანთა უფლებების, სამოქალაქო საზოგადოების, განათლების, სპორტის, საერთაშორისო სამართლისა და სხვა სფეროებში.
კონფერენციის ორგანიზატორები არიან: გიორგი ახვლედიანის სახელობის ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოება და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
კონფერენცია გაიმართება 2018 წლის 5-7 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
კონფერენციის დღის წესრიგში ჩავრთავთ ყველა მოხსენებას, რომელიც შეეხება საერთაშორისოტერმინების თარგანისა დასტანდარტიზაციის პრობლემებს, ასევე კონკრეტული შემთხვევების ანალიზსა და მეთოდოლოგიურ მიდგომებს.
თეზისები მოცულობა: არა უმეტეს 400 სიტყვისა ქართულად და ინგლისურად; თეზისებს უნდა.
ერთვოდეს მოკლე ბიოგრაფია მონაწილის შესახებ, სამუშაო ადგილისა და ელფოსტის მითითებით.
ფორმატი: .doc
შრიფტი: Sylfaen, ზომა - 11
კონფერენციის სამუშაო ენები: ქართული და ინგლისური
მნიშვნელოვანი თარიღები:
თეზისების წარმოდგენის ბოლო ვადა: 1 ივლისი, 2018 წელი
თეზისების რეცენზირების დასრულება - 15 აგვისტო, 2018 წელი
კონფერენციის პროგრამის გამოცხადება: 20 აგვისტო, 2018 წელი
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ აღმასრულებელი საბჭოს წევრებს კონფერენციის ელ. მისამართზე: gashol.ge@gmail.com
კონფერენციის სარეგისტრაციო თანხა: 100 ლარი საქართველოს მოქალაქეებისათვის,130 ევრო - სხვა ქვეყნების მოქალაქეებისათვის.
კონფერენციის აღმასრულებელი საბჭო:
თინათინ ბოლქვაძე
მაკა თეთრაძე
ნინო აბესაძე