ბამბერგისა და იენის (გერმანია) უნივერსიტეტების პროფესორი, კავკასიოლოგი დიანა ფორკერი 24-26 აპრილს წაიკითხავს ენათა კონტაქტების სპეციალურ კურსს ენათა კონტაქტების თემატიკით დაინტერესებული ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და სადოქტორო პროგრამების სტუდენტებისათვის.
ლექციები ჩატარდება ამ ცხრილით:
24 აპრილი, ორშაბათი,
11.00-14.00 სთ, 202-ე აუდიტორია
25 აპრილი, სამშაბათი, 11.00-14.00 სთ, 202-ე აუდიტორია
26 აპრილი, ოთხშაბათი, 11.00-14.00 სთ, 202-ე აუდიტორია
სტუდენტებს, რომლებიც ლექციათა სრულ კურსს მოისმენენ, მიეცემათ სერტიფიკატები.
შეხვედრის ბოლო საათი განკუთვნილია ენათა კონტაქტების თემაზე მომზადებული სტუდენტთა პრეზენტაციების მოსასმენად.