გიორგი ახვლედიანის სახელობის ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოება

ნ.ს. ტრუბეცკოი, რუსული კულტურის ზედა და ქვედა ფენები

alt

ƒƒ‚(რუსული კულტურის ეთნიკური საფუძველი)

დაბეჭდილია კრებულში:"Исход к Востоку", სოფია, 1921, გვ. 86-103

თარგმნა ნათია ფუტკარაძემ

ყველა დიფერენცირებული კულტურა გარდუვალად გულისხმობს ორ აუცილებელ ნაწილს, რომელთაც ხატოვნად შეგვიძლია ვუწოდოთ მოცემული კულტურული ნაგებობის ზედა და ქვედა ფენები. ქვედა ფენაში მოვიაზრებთ კულტურულ ღირებულებათა იმ მარაგს, რომლითაც მეტნაკლებად იკმაყოფილებენ თავიანთ მოთხოვნილებებს ნაციონალური მთელის ფართო ფენები, ე.წ. ხალხის მასები. ეს ღირებულებები იქმნება ხალხის მასების გარემოში, ამიტომ ისინი შედარებით ელემენტარულნი არიან და არ ამჩნევიათ ინდივიდუალური შემოქმედების მკვეთრი ანაბეჭდი.


იხ. სრულად