Giorgi Akhvlediani Society for the History of Linguistics

ICHoLS XIII in Universidade de Trás-os-Montes e Alto Douro (UTAD)

2014 წლის 25-29 აგვისტოს ჩრდილოეთ პორტუგალიის ქალაქ ვილა რეალის უნივერსიტეტში (Universidade de Trás-os-Montes e Alto Douro (UTAD) გაიმართა ენის შემსწავლელ მეცნიერებათა ისტორიის საერთაშორისო კონფერენცია (13th International Conference on the History of the Language Sciences (ICHoLS XIII), რომელშიც მონაწილეობდნენ ძირითადად ევროპისა და ამერიკის ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოებათა წარმომადგენლები, უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლები და დამოუკიდებელი მკვლევრები. ეს საერთაშორისო კონფერენცია ტარდება სამ წელიწადში ერთხელ ევროპასა ან ამერიკაში მონაცვლეობით. საქართველოდან კონფერენციაში მონაწილეობის სურვილი ბევრმა გამოთქვა, რისთვისაც გიორგი ახვლდიანის სახელობის ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოებას მადლობაც კი გადაუხადეს, მაგრამ კონფერენციაზე მოხსენებებით წარდგომა მხოლოდ სამმა ქართველმა მეცნიერმა შეძლო. იმედია, მომავალში დაფინანსების მეტი საშუალებები ექნებათ მეცნიერებს საქართველოში. მომავალი კონფერენციის ადგილის შესარჩევად კონფერენციის ბოლოს გაიმართა კენჭისყრა.ÂÂ

წარმოდგენილი იყო ორი კანდიდატი - ბოსტონი და პარიზი. 12 ხმით გაიმარჯვა პარიზმა, თუმცა კონფერენციის წესის მიხედვით, კონფერენციის ჩატარების ადგილი 2017 წელს ამერიკის კონტინენტი უნდა ყოფილიყო. იხ. კონფერენციის ფოტოები.