English Georgia

მიზნები და ამოცანები

გიორგი ახვლედიანის სახელობის ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოების მიზნები და ამოცანები

გიორგი ახვლედიანის სახელობის ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოება მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს როგორც თეორიული, ისე კერძო და გამოყენებითი ენათმეცნიერების ყველა დარგისა და ლინგვისტური სემიოტიკის ისტორიის კვლევას.  ამას გარდა, ამ სამეცნიერო საზოგადოების ინტერესთა სფეროში შედის ენის ფილოსოფიის, კოგნიტური მეცნიერების, დამწერლობის, სტილისტიკისა და რიტორიკის საკითხები.
გიორგი ახვლედიანის სახელობის ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოების ამოცანებია:
ქართული ენათმეცნიერული აზრის ისტორიის კვლევა, მისი კავშირების ძიება ევროპულ და სხვა ტრადიციებთან;
ენასთან დაკავშირებული და ენათმეცნიერული იდეების წარმოშობისა და განვითარების გზების შესწავლა და მათ შორის ყველა სახის მიმართებების დადგენა; ენათმეცნიერული იდეების არეალური და ტიპოლოგიური მახასიათებლების კვლევა;
ენებზე მოქმედი გარეგანი ფაქტორების გავლენათა შესწავლა ენის შინაგანი სისტემის ყველა სფეროზე ისტორიული და სინქრონული თვალსაზრისით;
საქართველოში მომუშავე ენათმეცნიერებისა და ენათმეცნიერული საკითხებით დაინტერესებული სტუდენტებისათვის საერთაშორისო სივრცეში ინტეგრაციისთვის ხელშეწყობა;
კონფერენციების, სიმპოზიუმებისა და სემინარების ორგანიზება ენათმეცნიერების ისტორიის ამა თუ იმ პრობლემის შესახებ.

 
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები