English Georgia

გიორგი ახვლედიანის 125-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სტუდენტთა საუნივერსიტეტო კონფერენცია

   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანადამაარსებლის აკადემიკოს გიორგი ახვლედიანის (1887-1973) 125-ე წლისთავის აღსანიშნავად 2012 წლის 21 აპრილს ჩატარდება ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტთა საუნივერსიტეტო კონფერენცია. 

   თემატიკა შეზღუდული არ არის და, შესაბამისად, ფაკულტეტის ყველა საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის სტუდენტს შეუძლია მონაწილეობის მიღება. მოხსენებები შემდეგ სექციებში წაიკითხება:

ენათმეცნიერება

• ლიტერატურა, ფოლკლორისტიკა, მითოლოგია

• არქეოლოგია, ფიზიკური ანთროპოლოგია, ეთნოლოგია

• ისტორია, წყაროთმცოდნეობა, ხელოვნებათმცოდნეობა

• ფილოსოფია, თეოლოგია (ძველი და თანამედროვე რელიგიები)

    მონაწილეობის მსურველმა სტუდენტებმა პირადი მონაცემები (სახელი და გვარი, ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამა შესაბამისი საფეხურისა და კურსის მითითებით), სამეცნიერო ხელმძღვანელი, მოხსენების სახელწოდება ქართულად, ტელეფონი და ელ-ფოსტა) და მოხსენებები გამოაგზავნეთ 2012 წლის 25 მარტამდე ელ-ფოსტაზე:
ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს

 
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები