English Georgia

„ინგლისურ-ქართული ტექნიკური ტერმინოლოგიის ლექსიკონის“ პროექტის წარდგენა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიული ცენტრი გიწვევთ „ინგლისურ-ქართული ტექნიკური ტერმინოლოგიის ლექსიკონის“ პროექტის წარდგენაზე, რომელიც გაიმართება ა/წ 6 დეკემბერს, 17 საათზე, თსუ პირველი კორპუსის 115-ე აუდიტორიაში (ი. ჭავჭავაძის გამზ. 1). 

შეხვედრაზე ლექსიკონის ავტორები ისაუბრებენ ტექნიკური დარგების ტერმინოლოგიასთან დაკავშირებულ პრობლემებზე; საზოგადოებას გააცნობენ პროექტის ფარგლებში შექმნილ ორ პროგრამულ პროდუქტს: მრავალენოვანი ლექსიკონის მართვის სისტემასა და მრავალენოვანი ონლაინ-ლექსიკონის ახალ პლატფორმას. ასევე წარმოადგენენ ტექნიკურ დარგებში დამკვიდრებული ბარბარიზმების წინააღმდეგ ბრძოლის საინტერესო პროგრამულ გადაწყვეტას. „ტექნიკური ტერმინოლოგიის ლექსიკონი“ და პროგრამული პროდუქტები შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

 
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები