English Georgia

სამეცნიერო პროექტის - „ევრაზიულობის თეორია და საქართველი“ (დ-13/13) ფარგლებში მომზადებული ორი მონოგრაფიის პრეზენტაცია

alt

2015 წლის 23 დეკემბერს, ოთხშაბათს, გიწვევთÂÂ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული გიორგი ახვლედიანის ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოების სამეცნიერო პროექტის

€ž"ევრაზიულობის თეორია და საქართველო"“ (დ-13/13) ფარგლებში მომზადებული ორი მონოგრაფიის პრეზენტაციაზე.Â

მისამართი: 

დაწვრილებით...

 

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული გიორგი ახვლედიანის ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოების სამეცნიერო პროექტი „ევრაზიულობის თეორია და საქართველო“

დასრულდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული გიორგი ახვლედიანის ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოების სამეცნიერო პროექტი "€žევრაზიულობის თეორია და საქართველო"€œ (დ- 13/13), რომელიც მიმდინარეობდა 2012-2015 წლებში უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო გრანტების ფარგლებში.

პროექტს ხელმძღვანელობდა ინდიანის (ბლუმინგტონი, აშშ) უნივერსიტეტის პროფესორი დოდონა კიზირია, თანახელმძღვანელი იყო გრიგოლ ჯოხაძე, მონაწილეობდნენ თინათინ ბოლქვაძე და ნათია ფუტკარაძე. პროფ. დოდონა კიზირიამ მოამზადა სპეციალური სალექციო კურსი, რომელიც მიჰყავს ინდიანის უნივერსიტეტში. პროექტის მონაწილეებმა თარგმნეს ევრაზიულობის თეორიის მესაძირკვლეთა ყველა მნიშვნელოვანი შრომა, რომელთა სრულად ნახვა დაინტერესებულ მკითხველს შეუძლია გიორგი ახვლედიანის ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოების ვებგვერდზე: www.gashol.ge პროექტის ფარგლებში მომზადდა მრავალი სამეცნიერო სტატია, საკონფერენციო მოხსენება და ორი მონოგრაფია. ორივე ნაშრომს ერთვის ქრესტომათია.

თინათინ ბოლქვაძის მონოგრაფიაში - „ენობრივი კავშირი: ევრაზიულობის თეორიის გეოლინგვისტური პრობლემები“ 

დაწვრილებით...

 

ANNUAL COLLOQUIUM OF THE HENRY SWEET SOCIETY FOR THE HISTORY OF LINGUISTIC IDEAS

Call for Papers:

13-15 September 2016, Pembroke College, University of Cambridge

alt

Papers are invited for the 2016 Annual Colloquium of the Henry Sweet Society, on any aspect of the history of linguistics and linguistic ideas. The particular focus this time will be on the study of

ONOMASTICS AND ITS HISTORY

დაწვრილებით...

 

ვარლამ თოფურია, შესავალი სიტყვა სადოქტორო დისერტაციის დაცვისას

alt

კავკასიურ ენათა სინამდვილე დიდიხანია იპყრობდა და იპყრობს ენათმეცნიერ-მკვლევართა ყურადღებას. დაინტერესება გახლდათ თეორიული და პრაქტიკული. თეორიული თვალსაზრისით ინტერესი არ შეიძლება ითქვას, ერთგვარი ყოფილიყო. ზოგი მკვლევარი კავკასიურ ენებში ეძებდა მათ მიერ არაიშვიათად საეჭვოდ ამოშიფრულ ენათა გასაღებსა და ადგილს (ფრ. ჰომელი, ფ. ბორკი და სხვ.), ზოგს კიდევ სურდა გამოენახა კავკასიური ენების ადგილი ე.წ. ოჯახთა შორის (რ. ერკერტი, ფრ. მიულერი, ა. ტრომბეტი და სხვ.). ორსავე შემთხვევაში შეუძლებელი იყო ამ ენათა ღრმა შესწავლა, რადგანაც ცალმხრივ მიდგომას ზერელედ მოპოვებული ენობრივი ფაქტები სრულებით აკმაყოფილებდა, მაგრამ იყვნენ სახელმოხვეჭილნი ენათმკვლევარნი (ჰ. შუხარდტი, ნ. მარი), რომელნიც საკითხებს მონოგრაფიულად ამოშავებდნენ. თეორიულ დაინტერესებაზე უფრო პრაქტიკულმა საჭიროებამ _ თავის დროზე რუსიფიკატორული პოლიტიკის განხორციელებამ _ დიდად შეუწყო ხელი კავკასიურ ენათა აღწერითს შესწავლას და ისეთი დიდმპყრობელი, როგორიც პ. უსლარი იყო, პირველ რიგში ჩააყენა ა. შიფნერთან და ა. დირთან. გულისხმიერი დამოკიდებულება კავკასიურ ენებთან მათი თავისებურებით აიხსნება. 1. იშვიათია, რომ ასეთ მცირე ტერიტორიაზე მრავალი ენა-დიალექტი თვალსაჩინოდ იყოს განსხვავებული ერთმანეთისაგან და ჭირდეს მათი ნათესაობის დადგენა. დაღესტანში დღესაც არის სოფელი, რომლის მცხოვრებთა რაოდენობა ათას სულს არ აღემატება და მეტყველებს მეზობელთათვის სრულიად გაუგებარ ენაზე. სხვა სისტემის ენათა გავლენითა და ურთიერთზემოქმედებით იმდენად ნარევი სახე აქვთ კავკასიურ ენებს, რომ გავლენილისა და გამვლენელის საფუძვლიანი შესწავლის გარეშე ძნელი ხდება მათი გრამატიკულ-ლექსიკურ უდაბნოში გზის გაგნება.

დაწვრილებით...

 
More Articles...
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები