English Georgia

საერთაშორისო ტერმინოლოგია: თარგმნა და სტანდარტიზაცია

საერთაშორისო ტერმინოლოგიის თარგმანისა და სტანდარტიზაციის პრობლემებით დაინტერესებული პირებსა და ორგანიზაციებს ვიწვევთ საერთაშორისო კონფერენციაზე საერთაშორისო ტერმინოლოგია: თარგმნა და სტანდარტიზაცია.

კონფერენციის მიზანია შეკრიბოს წამყვანი აკადემიური, სამეცნიერო და კვლევითი ინსტიტუტები, პრაქტიკოსი მთარგმნელები,სამაუწყებლო კომპანიები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები საერთაშორისო ტერმინოლოგიის თარგმნისა და სტანდარტიზაციის დარგში დაგროვილი გამოცდილების გასაზიარებლად, აგრეთვე იმ პრობლემების გამოსაკვეთად, რომლებიც ახასიათებს საერთაშორისო ტერმინოლოგიის თარგმნასა და სტანდარტიზაციას იურისპუდენციის, მედიცინის, ადამიანთა უფლებების, სამოქალაქო საზოგადოების, განათლების, სპორტის, საერთაშორისო სამართლისა და სხვა სფეროებში.
კონფერენციის ორგანიზატორები არიან: გიორგი ახვლედიანის სახელობის ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოება და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
კონფერენცია გაიმართება 2018 წლის 5-7 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
კონფერენციის დღის წესრიგში ჩავრთავთ ყველა მოხსენებას, რომელიც შეეხება საერთაშორისოტერმინების თარგანისა დასტანდარტიზაციის პრობლემებს, ასევე კონკრეტული შემთხვევების ანალიზსა და მეთოდოლოგიურ მიდგომებს.
თეზისები მოცულობა: არა უმეტეს 400 სიტყვისა ქართულად და ინგლისურად; თეზისებს უნდა.
ერთვოდეს მოკლე ბიოგრაფია მონაწილის შესახებ, სამუშაო ადგილისა და ელფოსტის მითითებით.
ფორმატი: .doc
შრიფტი: Sylfaen, ზომა - 11
კონფერენციის სამუშაო ენები: ქართული და ინგლისური
მნიშვნელოვანი თარიღები:
თეზისების წარმოდგენის ბოლო ვადა: 1 ივლისი, 2018 წელი
თეზისების რეცენზირების დასრულება - 15 აგვისტო, 2018 წელი
კონფერენციის პროგრამის გამოცხადება: 20 აგვისტო, 2018 წელი
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ აღმასრულებელი საბჭოს წევრებს კონფერენციის ელ. მისამართზე: ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს
კონფერენციის სარეგისტრაციო თანხა: 100 ლარი საქართველოს მოქალაქეებისათვის,130 ევრო - სხვა ქვეყნების მოქალაქეებისათვის.
კონფერენციის აღმასრულებელი საბჭო:
თინათინ ბოლქვაძე
მაკა თეთრაძე
ნინო აბესაძე
 

ენობრივი თამაშების ახალი პროექტი და ვებპორტალი

ენობრივი მონაცემების კონსორციუმი(https://www.ldc.upenn.edu)(LDC) წარმოგვიდგენს მონაცემთა შეგროვებისა და ანოტაციის ახალ პროექტს. LingoBoingo არის ვებპორტალი, რომელიც აერთიანებს ახალ და არსებულ, ვებზე დაფუძნებულ ენობრივ თამაშებს. მოთამაშეებსა და ამ სფეროთი დაინტერესებულ პირებს საშუალება ეძლევათ აირჩიონ თამაშები, რომლებიც ერთდროულად სახალისოცაა და ლინგვისტური კვლევისათვის სასარგებლო ანოტაციებსაც გვთავაზობს. დაწვრილებითი ინფორმაციისა და თამაშების სანახავად გადადითბმულზე

 

პოზნანის (პოლონეთი) უნივერსიტეტის პროფესორის კამიელ ჰამანსის საჯარო ლექცია თემაზე „რეგიონალურ და უმცირესობათა ენების ევროპული ქარტია“

alt

 
2017 წლის 4 ოქტომბერს, ოთხშაბათს, 16.00 სთ-ზე,პოზნანის (პოლონეთი) უნივერსიტეტის პროფესორი კამიელ ჰამანსი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზეž რეგიონალურ და უმცირესობათა ენების ევროპული ქარტია.
 
ლექცია ჩატარდება ინგლისურ ენაზე ქართული თარგმანით.

დაწვრილებით...

 

საერთაშორისო კონფერენცია "იდეოლოგია და ლინგვისტური იდეები" - 2017

alt

 გიორგი ახვლედიანის სახელობის ენათმეცნიერებისისტორიის საზოგადოებისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფოუნივერსიტეტის ორგანიზებით  2017 წლის 6-9 ოქტომბერს იმართება საერთაშორისო კონფერენცია „იდეოლოგია და ლინგვისტური იდეები - 2017

დაწვრილებით...

 
More Articles...
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები